← ბლოგზე დაბრუნება

კერძო სახლის პროექტირება: როგორ ვიანგარიშოთ ფასები და ვადები


კერძო სახლის პროექტირება: ფასი, ვადები და შეთანხმება

კერძო სახლის პროექტირების ფასი და ვადა მხოლოდ ფართობზე არ არის დამოკიდებული. განსხვავებას ქმნის მიწის ნაკვეთის პირობები, სახლის კვადრატულობა, მერიისგან მოთხოვნილი დამატებითი ნახაზები და მუშაობის დრო. ზოგადად ერთი და იგივე ფართობის ორი სახლის ფასი, შეიძლება უფრო ხშირად, მიწის ნაკვეთის მონაცემების გამო განსხვავდებოდეს

პროექტის დაწყებამდე ჯერ უნდა შეფასდეს პროექტის კვადრატულობა, გადაწყდეს 60 მ²-მდე სახლი იგეგმება თუ უფრო დიდი, რათა დაზუსტდეს, კონკრეტულად რა იქნება საჭირო არქიტექტურულ პროექტის შესათანხმებლად.

რამდენი კვადრატულის აშენება გინდა?

60 მ²-მდე სახლი — I კლასი: პროცესი უფრო მარტივია, პროექტიც ნაკლები მოცულობისაა და ამიტომ მომსახურების ფასიც, როგორც წესი, ნაკლებია.

60 მ²-ზე მეტი, 500 მ²-მდე — II კლასი: უფრო დეტალური პროექტი, მეტი სპეციალისტი და რამდენიმე ეტაპია საჭირო. ამიტომ ფასიც და სრული ვადაც, როგორც წესი, I კლასთან შედარებით მეტია.
500 მ²-დან 5000 მ²-მდე — III კლასი: გაცილებით ფინანსური, ვადაშიც შედარებით ხანგრძლივი, თუმცა ყველაზე მინიმალური შეზღუდულობა პროექტში

შენიშვნა: კლასი მხოლოდ ფართობით არ განისაზღვრება - ასევე გასათვალისწინებელია სიმაღლე, მიწისქვეშა ნაწილის სიღრმე და სხვა პირობები.


რა განსაზღვრავს პროექტირების ფასს?

ფასის შეთავაზების შეფასებისას მნიშვნელოვანია:

  • მიწის საკადასტრო კოდზე არსებული მონაცემები
  • შენობის საშუალო კვადრატულობა

სახლის ზომა — 60 მ²-მდე პატარა სახლის პროექტი, როგორც წესი, უფრო მარტივი და იაფია; უფრო დიდი სახლი მეტ ნახაზსა და კოორდინაციას მოითხოვს;

მიწის ნაკვეთის სირთულე — რელიეფი, ფორმა, მისასვლელი გზა, ზონა და შესაძლო შეზღუდვები გავლენას ახდენს სამუშაოს მოცულობაზე;

პროექტის შემადგენლობა — გეგმარება, ფასადები, ჭრილები, 3D ვიზუალიზაცია, კონსტრუქციული და საინჟინრო ნაწილები ერთსა და იმავე პაკეტში ყოველთვის არ შედის;

ცვლილებების რაოდენობა — სამუშაოს პროცესში კონცეფციის ხშირი შეცვლა ზრდის დროსაც და ფასსაც.

ორი შეთავაზების შედარებისას ყველაზე სწორი კითხვაა: რა შედის ფასში, რა არ შედის და ვინ მართავს პროექტის შეთანხმების პროცესს? მხოლოდ დაბალი ფასი ხშირად სრულ ღირებულებას ვერ აჩვენებს.

რამდენ ხანს გრძელდება შეთანხმება?

მერიაში განხილვის დრო უნდა გავმიჯნოთ პროექტის მომზადების დროისგან. ოფიციალური ვადა მხოლოდ სრულად მომზადებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ იწყება.

რამდენი დრო უნდა გაითვალისწინოთ?

  • I კლასი - 60 მ²-მდე სახლი:
    სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ განხილვა მუნიციპალიტეტებში - 1 კვირა, ხოლო თბილისში შეიძლება 1 თვე გაგრძელდეს.

  • II კლასი - 60 მ² - 500 მ² სახლი: შეთანხმება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პროექტირებასთან და შესაძლო შესწორებებთან ერთად სრული პროცესი პრაქტიკაში ხშირად დაახლოებით 3–4 თვეს მოითხოვს.

  • III კლასი - 500 მ² - 5000 მ² სახლი: შეთანხმების დროის ზეპირად და წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია, 6 თვეში შეთანხმებული 3 კლასი მოიაზრება, როგორც სწრაფად შეთანხმებული პროექტი.

გამონაკლისები: რთულმა ნაკვეთმა ან სხვა უწყების თანხმობამ შეიძლება პროცესი გაახანგრძლივოს.

II კლასის პროექტის შეთანხმება სამ ეტაპად

თუ I კლასის მარტივ, დაახლოებით ერთკვირიან პროცესს არ ირჩევთ და მესამე კლასის სირთულეს თავს არიდებთ, მაშინ II კლასის პროექტი იდეალური გამოსავალი და ყველაზე ხშირი არქიტექტურული პროექტია, რომელიც ძირითადად სამ ეტაპად მიმდინარეობს.

  1. მიწის სამშენებლო პირობები.
    პირველ ეტაპზე სახლის არქიტექტურული პროექტი ჯერ არ განიხილება. მერიაში დგინდება, რა შეიძლება აშენდეს მიწაზე — სახლის განთავსება, მაქსიმალური სიმაღლე და ძირითადი პარამეტრები.
  2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
    დადგენილი პირობების მიხედვით მზადდება არქიტექტურული, კონსტრუქციული, გეოლოგიური თუ სხვა ნებისმიერი ტიპის პროექტი, რომელიც შეეხება უშუალოდ სახლის მოდელსა და პროექტს.
  3. მშენებლობის ნებართვა.
    შეთანხმებულ პროექტს ემატება საჭირო ტექნიკური დოკუმენტები და გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

როგორ ავიცილოთ ზედმეტი დრო და ხარჯი?

  • ნაკვეთი შეაფასეთ სახლის დიზაინზე მუშაობის დაწყებამდე;
  • წინასწარ ჩამოწერეთ ოთახები, მიახლოებით ფართობი და რეალური ბიუჯეტი;
  • არქიტექტურული და სპეციალისტების საჭირო ინფორმაცია დროულად მიაწოდეთ.


რატომ ჯობია ეს ყველაფერი ერთ ადგილას?


როცა პროექტირება, კონსტრუქცია, საინჟინრო ნაწილი და ნებართვის აღება ერთ გუნდშია, შენ დროსაც იგებ და ნერვებსაც. „ასიმეტრიაში" სწორედ ასეა — სრული საპროექტო მომსახურება ერთ სივრცეში, მიწის ანალიზიდან მშენებლობის ნებართვამდე.


მზად ხარ დაიწყო?

თუ კერძო სახლის აშენებას გეგმავ, პირველი ნაბიჯი მარტივია — დაგვიკავშირდი და მიიღე უფასო კონსულტაცია. ერთად გავარკვევთ, რა ჯდება შენი პროექტი, რამდენ ხანს გაგრძელდება და როგორ მივიღოთ ნებართვა უპრობლემოდ.

კონტაქტი:

+995 571 14 14 69
connectasymmetry@gmail.com

მოგვწერეთ
მოგვწერეთ