სამუშაო პროცესი · ეტაპი 4

საავტორო ზედამხედველობა

  • შესრულების კონტროლი
  • პროექტთან შესაბამისობა
  • დეტალების ზედამხედველობა
  • მშენებელთან კოორდინაცია
ჩვენი პროექტები
  • შესრულების კონტროლი
  • პროექტთან შესაბამისობა
  • დეტალების ზედამხედველობა
  • ხარისხის გარანტია
Asymmetry — საავტორო ზედამხედველობა
ვიდეო მალე

ავტორის ზედამხედველობა არის სერვისი, რომლის დროსაც პროექტის ავტორი — არქიტექტორი — მშენებლობის პროცესს აკვირდება და ამოწმებს, ნამდვილად პროექტის შესაბამისად სრულდება თუ არა სამუშაოები. ეს არის ხიდი ქაღალდზე დახატულ იდეასა და რეალურ, აშენებულ ობიექტს შორის.

მშენებლობისას ბევრი წვრილი გადაწყვეტილება მიიღება — და სწორედ დეტალებში იმალება ხარისხი. არქიტექტორის ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ ეს გადაწყვეტილებები ერთიან ჩანაფიქრს არ დააშოროს, დროულად აღმოიფხვრას შეუსაბამობები და საბოლოო შედეგი ზუსტად ემთხვეოდეს იმას, რაც დაამტკიცეთ.

შენობის კლასები და ვადები

I კლასი
კლასის განსაზღვრა
  • მაქსიმალური კვადრატულობა0–60 კვ.მ
  • მაქსიმალური სიმაღლე5 მ
შეთანხმების დრო
  • მუნიციპალიტეტი~1 კვირა
  • თბილისი~1 თვე
II კლასი
კლასის განსაზღვრა
  • მაქსიმალური კვადრატულობა60–500 კვ.მ
  • მაქსიმალური სიმაღლე12 მ
შეთანხმების დრო
  • მუნიციპალიტეტი~3–4 თვე
  • თბილისი~3–4 თვე
III კლასი
კლასის განსაზღვრა
  • მაქსიმალური კვადრატულობა500–6000 კვ.მ
  • მაქსიმალური სიმაღლე22 მ
შეთანხმების დრო
  • დამოკიდებულია პროექტზეინდივიდუალური
IV კლასი
კლასის განსაზღვრა
  • მაქსიმალური კვადრატულობა6000 კვ.მ-დან
  • მაქსიმალური სიმაღლეზონის მიხედვით
შეთანხმების დრო
  • დამოკიდებულია პროექტზეინდივიდუალური

ფასის დათვლა

რა ღირს არქიტექტურული პროექტი?

შეავსეთ ველები — ფასს მოგწერთ

შეფასებები

5.0· 19

ძალიან კმაყოფილი დავრჩი გაწეული მომსახურებით. სამუშაო შესრულდა პროფესიონალურად, ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადებში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო არქიტექტურული მომსახურების მაღალი დონე და პროექტის მიმართ პასუხისმგებლიანი მიდგომა. ნამდვილად რეკომენდაციას გავუწევ სხვებსაც.

CCps xSxამ კვირაში · Google

ძალიან კმაყოფილი ვარ „ასიმეტრიის არქიტექტორების“ არქიტექტული პროექტით. პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და გემოვნებიანი გუნდია. ჩემი იდეები ზუსტად გაითვალისწინეს და საბოლოოდ ძალიან ხარისხიანი და დახვეწილი შედეგი მივიღეთ. რაც მთავარია მათთან კომუნიკაცია მარტივი და სასიამოვნოა და ხო, დათქმულ ვადებში მივიღე მომსახურება 🙏 ნამდვილად გირჩევთ! 👏

SSalome Tchitchikoshviliამ კვირაში · Google

ამ გუნდის არჩევა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც მიმიღია. სახლის პროექტი წვალებისა და გაწელვის გარეშე შევადგინეთ და ზუსტად ის გამოვიდა, რაც წარმომედგინა 🤍 მადლობა!

VVeni Tchurgulashviliამ კვირაში · Google

ძალიან კარგი პროექტები და შესანიშნავი არქიტექტურული ნამუშევრები აქვთ 😊 საკუთარი საქმის პროფესიონალები 🫶🏼

SShorena Dzigavaამ კვირაში · Google

უმაღლესი ხარისხის მომსახურება

AAnastasia Vachridzeამ კვირაში · Google

The best service.

TTako Iosebashviliამ კვირაში · Google

სასწაული პროექტებს ამზადებეენ ♥️!

TTiko vachriDzeამ კვირაში · Google

ვეძებდი ხარისხიან და იაფ არქიტექტურულ მომსახურებას, მირჩიჩიეს ასიმეტრიის არქიტექტორები, ყველაფერი ერთად გავიარეთ და საბოლოოდ ზუსტად ის გამოვიდა, რაც მინდოდა. მეგობრული და პროფესიონალური გარემო აქვთ, აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას

Ttornike chaganava3 კვირის წინ · Google

არქიტექტურული პროექტი - სწრაფი, დახვეწილი, გემოვენიანი! არქიტექტურული კომპანია - ბიუჯეტური, ხარისხიანი, სანდო!

AArmazi Dundua4 კვირის წინ · Google

ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული მომსახურებით. პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ხარისხი ნამდვილად გამორჩეულია. არქიტექტურულ პროექტზე მუშაობისას ყველა დეტალს დიდი ყურადღება მიაქცია და ჩემი იდეები ზუსტად და გემოვნებით გაითვალისწინა. კომუნიკაციაც ძალიან კარგი და მარტივი იყო. თუ ეძებთ პროფესიონალ არქიტექტორს და ხარისხიან არქიტექტურულ მომსახურებას, ნამდვილად გირჩევთ! დიდი მადლობა ლაშა შესანიშნავი ნამუშევრისთვის. 👏

iinga vatchridze1 თვის წინ · Google

არქიტექტურული სერვისი მჭირდებოდა, ზედმეტი გართულების და გაჭიანურების გარეშე. სწორი გადაწყვეტილება მიმიღია თქვენთან თანამრშრომლობით

NNika Losaberidze6 თვის წინ · Google

ძალიან იშვიათია იპოვო არქიტექტორი, რომელიც ასე კარგად გრძნობს კლიენტის სურვილებს. პროექტირება და დაგეგმარება უმაღლეს დონეზე შესრულდა. მადლობა კომფორტული თანამშრომლობისთვის

SSaba Supatashvili6 თვის წინ · Google

სანდო და პროფესიონალური არქიტექტურული მომსახურება

ddato giorgadze6 თვის წინ · Google

ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით ✌️ მაღალი დონის პროფესიონალიზმი და შესანიშნავი ხედვა არქიტექტურაში. კომუნიკაცია არის ასევე უზომოდ მარტივი და სწრაფი. ნამდვილად რეკომენდაციას ვუწევ ყველას, ვისაც სჭირდება ხარისხიანი არქიტექტურული მომსახურება

NNatia Mestvirishvili7 თვის წინ · Google

პროფესიონალიზმი, კრეატიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამოჩნდა პროექტის შესრულებისას, რაც,ჩემი აზრით, აუცილებელია ყველა არქიტექტორისთვის.მადლობა…

GGio Axaladze7 თვის წინ · Google

სანდო, პროფესიონალური არქიტექტურული მომსახურება , გავუწევდი რეკომენდაციას პირადი გამოცდილებით

MManana Khuchua7 თვის წინ · Google

ძალიან პროფესიონალური არქიტექტურული მომსახურება. დამკვეთების ყველა პრობლემას დეტალურად გადიან და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს გთავაზობენ. საქართველოში ყველაზე ხარისხიანი არქიტექტურული სერვისი, რაც კი მიმიღია. დიდი მადლობა ასიმეტრიის გუნდს 👏

IIliko Daraselia7 თვის წინ · Google

ყველაზე სანდო და პროფესიონალი ჯგუფი 💜💜

AAnano Machavariani7 თვის წინ · Google

რატომ Asymmetry?

კარგი სახლი იწყება თქვენი სურვილებისა და მიწის შესაძლებლობების სწორად გააზრებით. Asymmetry-ში გეხმარებით მთელი გზის გავლაში — პირველი იდეიდან პროექტის შეთანხმებამდე.

Asymmetry-ის პროექტი — თანამედროვე კერძო სახლი ფანჩატურით — დიღომითანამედროვე კერძო სახლი ფანჩატურით — დიღომი
  1. 01

    ჩანაფიქრი ბოლომდე

    აშენებული ობიექტი ზუსტად შეესაბამება პროექტს.

  2. 02

    შეცდომების პრევენცია

    შეუსაბამობა დროულად, იაფად აღმოიფხვრება.

  3. 03

    ხარჯის დაცვა

    თავიდან აცილებული გადაკეთება ბიუჯეტს იცავს.

  4. 04

    სიმშვიდე

    იცით, რომ პროცესს პროფესიონალი აკონტროლებს.

გეგმავთ სახლის აშენებას ან მიწის შეძენას? დავიწყოთ უფასო კონსულტაციით.

ჩვენი ნამუშევრები

ყველა პროექტი
პარტნიორები

ხშირად დასმული კითხვები

ეს ნიშნავს, რომ პროექტის ავტორი არქიტექტორი მშენებლობის მიმდინარეობისას აკონტროლებს, სამუშაოები ზუსტად პროექტის შესაბამისად სრულდება თუ არა.

ზოგიერთ შემთხვევაში ის ნებართვის პირობაა, მაგრამ, დამოუკიდებლად ამისა, ის ხარისხის საუკეთესო გარანტიაა — ის უზრუნველყოფს, რომ პროექტი უცვლელად აშენდეს.

არქიტექტორი პერიოდულად ამოწმებს ობიექტს, ადარებს შესრულებულს პროექტს, კოორდინაციას უწევს მშენებელს და დროულად აღმოფხვრის შეუსაბამობებს.

გაქვთ პროექტი შესათანხმებელი?

რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
კონსულტაცია და ინდივიდუალური შეფასება უფასოა

დაგვირეკეთ