← ბლოგზე დაბრუნება

სახლის პროექტი 80 კვ.მ — გეგმარება, ფასი და ნებართვა 2026

სახლის პროექტის ფასის გამოთვლა

რა ღირს სახლის პროექტი?

შეავსეთ ველები — ფასს მოგწერთ

80 კვადრატული მეტრი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ზომაა: საკმარისია მცირე ოჯახისთვის, მშენებლობა და გათბობა ეკონომიურია, ხოლო ნაკვეთი დიდი არ სჭირდება. ვნახოთ, რა ეტევა 80 კვ.მ-ში და რა ღირს ასეთი სახლის პროექტი.

01

რა ეტევა 80 კვ.მ სახლში

  • გაერთიანებული მისაღები, სამზარეულო და სასადილო — დაახლოებით 30–35 კვ.მ;
  • 2 საძინებელი — ან 3, თუ ერთი პატარა საბავშვო ან კაბინეტია;
  • 1 სააბაზანო და ცალკე სველი წერტილი;
  • საკუჭნაო ან სამრეცხაო, შესასვლელი ჰოლი და ტერასა.
02

ერთსართულიანი თუ ორსართულიანი?

80 კვ.მ ყველაზე ხშირად ერთ სართულზე იგეგმება — ასეთ სახლს დაახლოებით 300 კვ.მ ნაკვეთი ჰყოფნის (K1 კოეფიციენტის მიხედვით). მცირე ნაკვეთზე კი შეიძლება 45 + 35 კვ.მ ორსართულიანი ან მანსარდიანი ვარიანტი: ქვემოთ მისაღები და სამზარეულო, ზემოთ საძინებლები.

03

რა ღირს 80 კვ.მ სახლის პროექტი?

ასიმეტრიაში არქიტექტურული პროექტის ფასი 10-დან 40 ლარამდეა კვ.მ-ზე, ანუ 80 კვ.მ სახლის პროექტი დაახლოებით 800–3 200 ლარი ჯდება. ფასს წინასწარ, ხელშეკრულებით ვაფიქსირებთ — ნაკვეთის, ფასადის სირთულისა და მომსახურების მოცულობის მიხედვით.

04

კლასი, შეთანხმება და ვადები

80 კვ.მ სახლი II კლასის შენობაა (60–500 კვ.მ), ამიტომ მას სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მერიაში შეთანხმება სჭირდება. პროექტი 4–6 კვირაში მზადდება, შეთანხმება და ნებართვა კი დაახლოებით 3–4 თვე გრძელდება. თუ გამარტივებული, I კლასის შეთანხმება გსურთ, სახლი 60 კვ.მ-მდე უნდა იყოს.

05

როგორ გეხმარებით „ასიმეტრიაში“

გამოგვიგზავნეთ ნაკვეთის საკადასტრო კოდი — უფასოდ შევამოწმებთ, რა ზომის სახლი ეტევა ნაკვეთზე, და ფიქსირებულ ფასს წინასწარ გეტყვით. ვქმნით კონცეფციას და 3D ვიზუალიზაციას, სამუშაო ნახაზებს, კონსტრუქციულ პროექტს და ვიღებთ მშენებლობის ნებართვას.

ხშირი კითხვები

რა ღირს 80 კვ.მ სახლის პროექტი?

80 კვ.მ სახლის არქიტექტურული პროექტი დაახლოებით 800–3 200 ლარი ჯდება (10–40 ლარი კვ.მ-ზე).

რამდენი საძინებელი ეტევა 80 კვ.მ სახლში?

2 საძინებელი (ან 3 პატარა ოთახით), გაერთიანებული მისაღები სამზარეულოთი (30–35 კვ.მ) და სააბაზანო.

სჭირდება თუ არა 80 კვ.მ სახლს ნებართვა?

დიახ, 80 კვ.მ სახლი II კლასისაა: შეთანხმება და ნებართვა დაახლოებით 3–4 თვე გრძელდება. გამარტივებული I კლასისთვის სახლი 60 კვ.მ-მდე უნდა იყოს.

როგორ გავიგო ჩემი სახლის პროექტის ზუსტი ფასი?

გამოგვიგზავნეთ ნაკვეთის საკადასტრო კოდი და სასურველი ფართი (ფასის კალკულატორით ან WhatsApp-ით +995 571 14 14 69). ნაკვეთს უფასოდ შევამოწმებთ და ფიქსირებულ ფასს წინასწარ გეტყვით — ფასი და ვადები ხელშეკრულებით ფიქსირდება.

დაგვირეკეთ